ახალი წელი 2020

კალაძე: რამდენიც არ უნდა ეცადოს გაბოროტებული ოპოზიცია, ერთერთი საუკეთესო ნაძვის ხე გვაქვს

სამწუხაროდ, ოპოზიცია ისეთ ფსკერზეა, ნამდვილად მოსალოდნელი იყო მათი მხრიდან ყველაფერი, თუმცა, ნამდვილად არ მეგონა თუ ახალი წელიც პოლიტიზირებული იქნებოდა. მიუხედავად ჩემი მოწოდებებისა, რომ პოლიტიკა ცოტა ხნით გვერდით გადაედოთ, გაერთონ, დატკბნენ ჩვენი გალამაზებული ქალაქით, როგორც არის საახალწლოდ მოწყობილი. მე ვიტყოდი, რომ ევროპაში ერთერთი საუკეთესო განათებებია დედაქალაქში თავისი სილამაზით.

ერთერთი საუკეთესი ნაძვის ხე გვაქვს ჩვენ დედაქალაქში და ერთერთი საუკეთესო საახალწლო განათება. რამდენადაც არ უნდა ეცადოს გაბოროტებულმა და განაწყენებულმა ოპოზიციის წევრებმა, თბილისი არის ერთერთი საუკეთესოდ მორთული, გალამაზებული და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. 

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის რაც არის - დედაქალაქის მოსახლეობა არის კმაყოფილი ჩვენი საახალწლო განათებებით, საახალწლო სოფელით და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა დავპატიჟო დღეიდან, 13 იანვრის ჩათვლით ყოველ დღე

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე.

კომენტარები