ინფლაცია

თურნავა: თუ გლობალური ფაქტორი არ იქნება, გაისად ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს

როგორც კი წინა პლანზე წამოვიდა ეს [ინფლაციის] გამოწვევა, თქვენ ხედავთ ეროვნული ბანკის და მთავრობის კოორდინირებული მუშაობის ძალიან კარგ შედეგს. პრემიერმინისტრი პირდაპირ დავალებებს გვაძლევს ამ მიმართულებით, სხვა გზაც არ არის, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. და ეს მიზანმიმართული ნაბიჯები, თუნდაც ეროვნულმა ბანკმა რაც გადადგა ბოლო დროს - გამკაცრება მონეტარული პოლიტიკის, კლასიკური ბერკეტი - აისახება იმაში, რომ ლარის კურსი სტაბილურდება, დინამიკა უმჯობესდება და თუ სხვა გლობალური ფაქტორი არ წამოვიდა, გაისად ინფლაცია დაუბრუნდება თავის მიზნობრივ მაჩვენებელს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პალიტრანიუსის ეთერში, გაზრდილ ინფლაციაზე.

კომენტარები