შრომითი მიგრაცია

თურნავა: უნდა შევქმნათ დასაქმების პერსპექტივა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ქვეყნის გარეთ

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროაქტიული დასაქმების პოლიტიკაზე, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ უნდა შევუქმნათ ადამიანებს დასაქმების პერსპექტივა და შესაძლებლობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ქვეყნის გარეთ.

ეს რაიმე გამოსავალი ან რაიმე პრობლემის გადაწყვეტა არ არის. ეს ჩვენი უფლებების რეალიზებაა. ეს უფლებები ჩვენ მოგვენიჭა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, რომელიც გულისხმობს არამარტო თავისუფალ ვაჭრობას ან საქონლისა და მომსახურების თავისუფალ გადაადგილებას, არამედ ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას და ღირსეული, ლეგალური დასაქმების უფლებას. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პალიტრანიუსის ეთერში, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაზე ქართველების გადამზადებისა და უცხოეთში დასაქმების შესახებ. ივანიშვილმა TV იმედის ეთერში თქვა, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა და ორი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ათწლეულები დასჭირდება. ივანიშვილის აზრით, "რეალობიდან უნდა გამოვიდეთ" და "არა ეიფორიულად ვიძახოთ, რომ ჩვენ უმუშევრობას აღმოვფხვრით, ყველას დავასაქმებთ, დავაბრუნებთ ჩვენს ემიგრანტებს".

კომენტარები