სამთავრობო პროპაგანდა

წულუკიანი: ყველანი ხართ თავისუფალი, წეროთ ის, რაც თქვენ გინდათ, მათ შორის პანდაც

ველა ის ადამიანი, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგი, ეწევა მათ საწინააღმდეგო ნარატივს. ჩვენი ქვეყანა, მე მინდა ყველამ გავიხსენოთ, რომ არის თავისუფალი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყანა არ არის ის ქვეყანა, სადაც ან გამოხატვის თავისუფლება, ან სოციალური ქსელები კონტროლდება, ან არის შეზღუდული. შესაბამისად, ყველანი ხართ თავისუფალი, წეროთ და ისაუბროთ ის, რაც თქვენ გინდათ, მათ შორის "პანდამაც", რა თქმა უნდა, თუკი ამით არ ირღვევა კანონი. კანონი არის ერთადერთი წითელი ხაზი, სხვა წითელი ხაზები არ არსებობს

იუსტიციის მინისტრი თეა წულიკიანი სარეკლამო კომპანია "პანდა"-ს ვიდეომიმართვაზე. პანდამ აღიარა, რომ ისინი თავისი რესურსებით "სისტემურად აკრიტიკებდნენ ოპოზიციას". 20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. როგორც Facebook-ი აცხადებს, ჩატარებული გამოძიების მიხედვით, დაბლოკილი გვერდები სარეკლამო კომპანია "პანდასა" და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება.

კომენტარები