ბიძინა ივანიშვილის ქონება

ვოლსკი: ივანიშვილის შვილთაშვილებიც ვერ ამოიღებენ იმ თანხას, რასაც ის ქართულ ეკონომიკაში დებს

საქართველოში დიდ ფულს ხარჯავს... მაგის [ივანიშვილის] შვილიშვილების შვილები ვერ ამოიღებენ იმ თანხას, რასაც ბიძინა ივანიშვილი დებს ქართული ეკონომიკის, განათლების სფეროში, გარემოს დაცვის სფეროში და ძალიან ბევრ პროექტში.

ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბარში. Bloomberg-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი 525 მილიონით აშშ დოლარით გამდიდრდა და ახლა მისი ქონება 5,25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ივანიშვილი მსოფლიოს მილიარდერთა სიაში 374-ე ადგილზეა.

კომენტარები