ახალი წელი 2020

კალაძე: თბილისი ყველაზე ლამაზია, საახალწლოდ განათებული და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეც გვაქვს

ჩვენი ქალაქი არის ყველაზე ლამაზი, საახალწლოდ განათებული და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეც გვაქვს. ის მცდელობა, რომ ბავშვებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია, მოსწონთ საახალწლოდ მორთული თბილისი წაართვან და მოიპარონ, ამ ადამიანებს ნამდვილად არ მივცემთ ამის შესაძლებლობას. ყველაზე მაგრად არის განათებული ქალაქი, ყველაზე მაგარი ნაძვის ხე გვაქვს, ყველაზე მაგარი კონცერტი გვექნება და ეს ტენდენცია და მიდგომები ყველგან და ყველაფერში გაგრძელდება.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას. დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ბიუჯეტს თითქმის 1 მლნ ლარი დაუჯდა.

კომენტარები