ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

ზალკალიანი გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე: ხელისუფლების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო

საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო - დღეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ის თავის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად შეხვდება ახალ წელს!

მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც უპრეცედენტო ყურადღება და სიმტკიცე გამოიჩინეს უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლების საკითხზე.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი დაუღალავი ძალისხმევით, დიპლომატიითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით გადავჭრით იმ ჰუმანიტარულ პრობლემებს, რასაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა აწყდება!

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას facebook-ზე ეხმიანება.

კომენტარები