გაფრინდაშვილი: შეწყალების თხოვნა გუშინ საღამოს დავწერე, მაგრამ ბრალი არ მიღიარებია

შეწყალების თხოვნა კი დავწერე გუშინ საღამოს, დაახლოებით 7 საათი იყო, მაგრამ იქ ბრალი აღიარებული არ მქონდა და ეს იყო თავიდანვე... პირველივე დღიდან, ჩემი პოზიცია იყო და ეს პოზიცია არც შემიცვლია, რომ არ დამიტოვებია საქართველოს საზღვარი, იმიტომ, რომ მე საზღვრის გადაკვეთა ვიცი, წელს დაახლოებით შვიდ ქვეყანაში მომიწია ყოფნა, ვიცი, როგორ ხდება საზღვრის გადაკვეთა და პირველივე დღესვე, რუსი მესაზღვრები იქნებოდნენ თუ ცხინვალის ФСБ, КГБ თუ მილიციის თანამშრომლები, ვეუბნებოდი, რომ მე საქართველოს ტერიტორია არ დამიტოვებია, მე ვიმყოფები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ...

როცა შეწყალებაზე იყო საუბარი, ვინც ეს შემომთავაზა, ვუთხარი, რომ მე ბრალდებას არ ვაღიარებ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შეწყალება რომ გაგიკეთონ, შენ ბრალდება უნდა აღიარო. მან შემომთავაზა - მოდი, ისე დავწეროთ, არ ჩანდეს, რომ აღიარებ საზღვრის დარღვევას

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 49-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ პრესკონფერენციას მართავს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები