თბილისის მერი

კალაძე: სიძულვილია ქვეყანაში გაბატონებული, მეტი სითბო და სიყვარული ვაჩუქოთ ერთმანეთს

ყველაზე მეტად პრობლემას რასაც ვხედავ, ეს არის ის, რომ ძალიან გაბატონებულია სიძულვილი და ბოროტება ქვეყანაში, ეს ძალიან მძიმე და ცუდია. მე ვისურვებდი, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, აზრთა სხვადასხვაობისა, უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი სითბო, უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ, რამდენად განსხვავებული მოსაზრებებიც არ უნდა გვქონდეს ამა თუ იმ საკითხზე.

იმიტომ, რომ ახალგაზრდები იზრდებიან, მომავალი თაობები, ის რაც ხდება ტელევიზიებიდან, საოცარება ხდება უბრალოდ, გარემოსაც ამძიმებს და ბავშვებზეც აისახება, ახალგაზრდა თაობაზეც, როგორც ხელისუფალი, ისე ოპოზიციაც უნდა დაფიქრდეს ამაზე, იმიტომ, რომ ყველას გვყავს შვილები, ვიფიქროთ მათზე, უფრო მეტი სიყვარული ვაჩუქოთ ერთმანეთს, უფრო მეტი სითბო, უფრო მეტი პატივისცემა

თბილისის მერი კახა კალაძე იმედის ეთერში.

კომენტარები