ინფრასტრუქტურული პროექტები

კალაძე: ვიტრაბახებ, ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ერთდროულად არასდროს ყოფილა

მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება ქალაქის სხვადასხვა რაიონში. შემიძლია წავიტრაბახო, რომ ასეთი მასშტაბური პროექტები ერთდროულად ქალაქში არასდროს არ განხორციელებულა. ამას, რა თქმა უნდა, ახლავს თავისი დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. დავამკვიდრეთ ახალი სტანდარტი, რომ სადაც შევდივართ, გვინდა, ძირეულად გავაკეთოთ სამუშაოები. თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებით, წყლის სისტემის გამართულობით, კეთილმოწყობითი სამუშაოებით. 

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, იმედის ეთერში.

კომენტარები