მეუფე იაკობი: ვაჟა გაფრინდაშვილი მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ გაათავისუფლა

უკვე ვაჟა სახლშია, მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, სხვადასხვა პარტიის... რაღაც შეჯიბრიც ჰქონდათ ერთმანეთში კარგი გაგებით - ვინ უფრო მეტს გააკეთებდა მისთვის და საერთოდ, ჩვენი ხალხი გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა პარტია ერთად აღებული.

ყველას დიდ მადლობას ვუხდი და არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მოჭიდავეებს, ვიცი, რასაც ვამბობ. გუშინ მეღიმებოდა, ვისმენდი, ყველას უნდოდა, თავის თავზე ეთქვა - მე გავათავისუფლე, მე გავათავისუფლეო. მერწმუნეთ, მთელმა საქართველომ გაათავისუფლა, მთელმა მსოფლიომ გაათავისუფლა

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ოკუპანტების 49-დღიანი ტყვეობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები