ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ამ თემას არ ვეშვები და სწორი მიგნება მაქვს - ქართული სუფრა უდიდესი მონაპოვარია

ამ თემას არ ვეშვები და მე მგონია, რომ სწორი მიგნება მაქვს - ის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ამავდროულად, პოლიფონიის სამშობლოა, არაფერი შემთხვევითი არაა. თუ ნახავთ, ჩვენს თითოეულ კუთხეში - იმერეთი, ქართლ-კახეთი, გურია, სამეგრელო, ყველას არ ჩამოვთვლი, ჩვენს პოლიფონიურ ფოლკლორს, შეიძლება, არც ნახო ქართველი კაცი და ისე მოახერხო გაცნობა ხალხური სიმღერით, მაგრამ ის, რომ პოლიფონიის და ღვინის სამშობლო საქართველოა, მე მგონი, ეს არ არის შემთხვევითი, რომელიც კარგად აისახება ქართველი კაცის ხასიათში და ჩემი აზრით, ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მონაპოვარი სწორედ ამ ორ შედევრზე დგას, რომელსაც ქართული სუფრა და მისი წესი თავის თამადით ეწოდება და მე ვიქრობ, ყოფითი ცხოვრების არსი, არსი თვითონ ცხოვრება გახლავთ და ყოფითი ცხოვრების ყველაზე დიდი შენაძენი სიყვარული და ბედნიერებაა.

მე ვფიქრობ, რომ ქართული სუფრა არის ჭეშმარიტად ყველაზე დიდი მონაპოვარი ადამიანის ყოფითი ცხოვრების, რამეთუ ქართული სუფრა არის ფეიერვერკი სიყვარულის და ბედნიერების, ყველაზე წარუმატებელი კაციც ჰპოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე და აუცილებლად ხდება ბედნიერი... მე მგონია, რომ ღვინო იყო პირველადი, ღვინომ მოითხოვა სიმღერა, როგორც ხდება სუფრაზე, მას დასჭირდა გაძღოლაც და კარგი თამადა ამისთვის აუცილებელია. ადამიანი იმისთვის იბადება, როგორც მოყვარული, უყვარდეს, მოახერხოს, იყოს ბედნიერი, რა თქმა უნდა, შედევრი, ამის ბუკეტი გახლავთ ქართული სუფრა და იქ იყრის ყველაფერი თავს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე.

კომენტარები