პრეზიდენტის შეწყალება

ჯაღმაიძე მამალაძის შეწყალების მოთხოვნაზე: ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, გავაკეთეთ

საპატრიარქოს შუამდგომლობების მხოლოდ 5%-ია დაკმაყოფილებული საერთოდ. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, გაკეთებულია. შუამდგომლობა გაიგზავნა სინოდიდან ერთ კვირაში. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, გავაკეთეთ, მე როგორ უნდა გითხრათ, პრეზიდენტი რატომ არ იწყალებს? 

საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობაზე. ჯერჯერობით საქართველოს პრეზიდენტი არ ამბობს, შეიწყალებს თუ არა მსჯავრდებულ დეკანოზსს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეწყალების აქტი როცა გამოიცემა, ყველა ერთად გაეცნობა. მისი აზრით, "არ იქნება სწორი, რომ ჩვენ მხოლოდ მამალაძეზე ვისაუბროთ", მას არ ესმის, "რატომ არის ასეთი აქცენტი და მხოლოდ მამალაძეზე არის გაუთავებლად საუბარი ”

კომენტარები