საქართველოს პარლამენტი

კალაძე 2019 წელზე: შეცდომები იყო, მაგალითად გავრილოვის პარლამენტში შეყვანა

იყო რთული წელი, იყო გამოწვევები, მცდელობებიც კი იყო არეულობის, დაპირისპირების... თუმცა არავის უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა.

შეცდომები იყო, უცებ რაც მახსენდება, მაგალითად გავრილოვის პარლმენტში შეყვანა და სპიკერის სავარძელში დაჯდომა, რამაც ახალგაზრდების გულისწყრომა გამოიწვია.

თუმცა შემდეგ განვითარებული მოვლენები ამასთან კავშირში არ არის. ეს არის უპასუხისმგებლო, კონკრეტული ოპოზიციის კონკრეტული ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რასაც მაშინ ვისმენდით პარლამენტში შევარდნასთან დაკავშირებით.

თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარსი 2019 წლის საპარლამენტო საქმიანობის შეჯამებისას.

კომენტარები