ევროპული საქართველო

კანდელაკი: აშშ ივანიშვილს მისი ფინანსების გაყინვით უნდა დაემუქროს. ამაზე საუბარი უკვე არის

სწორედ ამ წელს ეს რეჟიმი, ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც სინამდვილეში ჩვენი ეროვნული და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მისწრაფებებისგან ძალიან შორს დგას - უნდა დასრულდეს. იმედია, რომ ივანიშვილი გონს მოეგება და პოლიტიკას ცივილიზებულობის ჩარჩოებში დააბრუნებს. თუ არა, საზოგადოება მზად არის, რომ იგი ნებისმიერ მოედანზე დაამარცხოს.

სულ რამდენიმე კვირის წინ "უოლ სტრიტ" ჟურნალის სარედაქციო პოზიცია იყო, რომ შეერთებული შტატები ივანიშვილს მისი ქონების, კონკრეტულად დასავლურ ფინანსურ სისტემაში მოქცეული მისი ქონების და ფინანსების, გაყინვით უნდა დაემუქროს. ამაზე საუბარი უკვე არის. ამაზე უკვე სერიოზული ხალხი ლაპარაკობს. ასე რომ, ის წნეხი, რომლის ქვეშ ქართული ოცნება საერთაშორისო ასპარეზეც მოექცა, ეს წნეხიც მხოლოდ გაძლიერდება.

პარტია ევროპული საქართველოს ერთერთი წევრი გიორგი კანდელაკი მთვართან ინტერვიუში. 20 დეკემბერს Wall Street Journal-მა სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ აშშ-ისგან სანქციების საფრთხე ივანიშვილს გონების მოკრებაში დაეხმარება.

კომენტარები