დეკანოზ მამალაძის საქმე

დეკანოზის ადვოკატი: პრეზიდენტმა საზოგადოებაში სიმშვიდის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შემოიტანა

მოლოდინი მქონდა ისეთი, რა გადაწყვეტილებაც მიიღო. იგი არ შეიწყალებდა დეკანოზს. ვამბობდი და ვამბობ, რომ არიან გარკვეული პირები, რომელთაც არანაირად არ სურთ დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და სირცხვილია, როცა პრეზიდენტი ადვოკატებს გვიხსენიებს, თითქოს ჩვენ არგუმენტები არ გვქონდა. გასაგებია, ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება არის გარდაცვლილი, სადაც არ არის სამართლიანობა, პრეზიდენტი კი არა, არავინ არაფერს არ შეცვლის. ამიტომ, ჩემი მოთხოვნა და რჩევა იქნება, სანამ ადვოკატებზე იქნება საუბარი, ჯერ კარგად გაგვეცნოს, კარგად მოგვისმინოს და მერე ილაპარაკოს. ეს არის დადგმული. პრეზიდენტმა საზოგადოებაში სიმშვიდის ნაცვლად, უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა ამ უსამართლობით

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი რუსთავის 2-ის ეთერში. ცნობისთვის, პრეზიდენტმა სინოდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

კომენტარები