პრეზიდენტი: იოანე პავლე II-მ თავდამსხმელს რამდენიმე თვეში აპატია, მაგრამ ის 19 წლის მერე გაუშვეს

ალბათ იკითხავთ, რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა. ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან, ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვა შემთხვევაში, კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ დისკრეციულ უფლებას.

მსოფლიო მაგალითებიც კარგად გვიჩვენებს ამ განსხვავებას. იონე პავლე მეორემ მასზე თავდამსხმელს სულ რამდენიმე თვეში აპატია დანაშაული, თუმცა იგი ციხიდან, პრეზიდენტის შეწყალებით, მხოლოდ 19 წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა, თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა, შემდეგ კი ეს მაგალითი მოიყვანა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები