თალაკვაძე მამალაძეზე: ეს ნამდვილად პრეზიდენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა

ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის პრეზიდენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. კონსტიტუციით და კანონმდებლობით პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, თავად მიიღოს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ბევრი საქმე იყო განხილული როგორც სჩანს, მე არ ვიცნობ პერსონალურად იმ ადამიანების საქმეებს, ვინც მიმართეს შეწყალებისთვის პრეზიდენტს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით იყო სწორი და სახელმწიფოებრივი. 

თქვა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. პრეზიდენტმა სინოდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები