მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი კურორტებზე: დავყრიდი ყველაფერს, წავიყვანდი მთავრობას და გავაკეთებდი 1 საათში

გუდაურში ხუთი დღე არ არის წყალი და ესენი ქეიფობენ მცხეთაში, ამ დროს მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი იქ მთელ მთავრობას და გავაკეთებდი ყველაფერს ზუსტად ერთ საათში. არადა, ახლა იკარგება არამხოლოდ შემოსავლები, ამ წუთას იკარგება პერსპექტივები ჩვენი კურორტებისთვის. ბაკურიანში წყალი თითქმის არავის არ აქვს გარდა გამგებლის პირადი სასტუმროსი. გაჩერდა ის პროექტები რომლებიც მე დავიწყე სვანეთში მე ავაშენე კურშაველის სიდიდის სათხილამურო კურორტი, რომელიც იქნებოდა ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტი და ყველაზე მაგარი ევროპაში, როგორც მინიმუმ! უზარმაზარი რეკლამა გავაკეთეთ, საბაგიროები ჩამოვიტანეთ. გააჩერეს გზებიც, გააჩერეს ყველაფერი კორუფციის გამო, ივანიშვილის პირადი ბოღმის გამო. არადა, სადაც არის მთის კურორტი იქ შეუძლებელია ხალხი იყოს ღარიბი. არც სვანეთში არც მაღალმთიან აჭარაში, სადაც ასევე გაჩერდა განვითარება, არც გუდაურში, არც ბაკურიანში, ყველგან სადაც არის სათხილამურო ტრასები ყველგან ხალხს აქვს მაღალი შემოსავლები და ხალხი მდიდრდება! ჩემი გათვლებით 2019-ისთვის 2012-თან შედარებით უნდა რვაჯერ გაზრდილიყო სათხილამურო კურორტებზე ჩამოსულთა რაოდენობა.

სამთო კურორტებზე, ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემააა. ორივე კურორტს წყალი რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. პრობლემა ბოლომდე მოგვარებული არ არის - სასტუმროებს წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. ზოგიერთი სასტუმრო კვლავ უწყლოდ არის დარჩენილი.

კომენტარები