მეუფე იაკობი მამალაძეზე: ოდნავ მართალი რომ ყოფილიყო, პატრიარქი დაუდგებოდა, მეც დავუდგებოდი

იმ ადამიანს ჭკუა აქვს, რომელიც ახლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს? ნამდვილად მოსაკითხია, ყველაზე მოსაკითხია აბსოლუტურად. აბა რა იციან, რა უნდათ, რას იძახიან. ერთი არის, რომ იძახი და მეორეა, რას ამტკიცებ და რას არა. პასუხი უნდა მიიღონ რაც ეკუთვნით, ისე. რჯულის კანონს იძახიან, მიიღებენ რჯულის კანონს. იმ სიმართლესაც ვნახავთ, ერთმანეთს რატომ იცავენ ასე, რა ცოდვამ დააკავშირა მაგენი ერთმანეთთან. 

თუ შეიწყალებს პრეზიდენტი, შეიწყალებს რა. ჩემთვის დეკანოზი კი არა, იცით რა არის საკვირველი? სოხუმი უნდა გაწუხებდეთ, აფხაზეთი უნდა გაწუხებდეთ და ცხინვალის რეგიონი. ასევე, ნებისმიერი პატიმარი. მაგი რომ ოდნავ მართალი ყოფილიყო, პატრიარქიც დაუდგებოდა, მეც დავუდგებოდი.

თქვა მეუფე იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძეზე. ცნობისთვის, პრეზიდენტმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა, თუმცა, მათ შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები