კაპანაძე ანაკლიაზე: ჩვენი NATO-ში ინტეგრაციაც არ უნდა რუსეთს, ავიცილოთ საფრთხე და ვთქვათ უარი?

ჩვენ რომ ანაკლიის პორტი გვაინტერესებს, იმიტომ, რომ ტვირთებმა გაიაროს, ამან ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობა გაზარდოს და ჩვენთან ეკონომიკური ზრდა გამოიწვიოს და ზოგადად ჩვენ გავხდეთ კიდევ უფრო სერიოზული პარტნიორი დასავლეთისთვის, ეს რომ რუსეთს არ აწყობს, ხომ ვიცით ისედაც. რამე ახალია?! ვინმემ არ იცის ეს საქართველოში?! და ეს რომ ვიცით, ამიტომ უნდა გავაკეთოთ ეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ მოსწონს. იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ ამით იზრდება ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი ნატოში ინტეგრაცია არ უნდა რუსეთს და ავიცილოთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და ვთქვათ უარი? იგივე ლოგიკაა, რა განსხვავებაა?!"

სერგი კაპანაძე ეხმაურება ქართული ოცნების წევრის რომან კაკულიას განცხადებებს ტვ პირველის ეთერში. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტვ პირველის ეთერში ანაკლიის პორტის საკითხზე საუბრისას თქვა, რომ მისი მოსაზრებით, მთავრობა მამუკა ხაზარაძეს რუსული საფრთხის გათვალისწინების გამო დაუპირისპირდა და მასთან დაპირისპირების მსგავსი მეთოდები იმიტომ აირჩია, რომ სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები