ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი

ახვლედიანი: იყო ასეთი ინციდენტი - პირობებზე შეთანხმებული ინვესტორი მთავრობამ გააჩერა

იყო კონკრეტული ინვესტორი, რომელთანაც ხელი დავარტყით, მოვილაპარაკეთ, პირობებზე დავითანხმეთ. მათ ამ რთულ ვითარებაში მთავრობისგან გარანტიები, რომ პრობლემა არ შეექმნებოდათ. მივიდნენ ეს ინვესტორები მთავრობასთან და მთავრობამ გააჩერა. მერე ჩვენთან მოვიდნენ და გვითხრეს, გაგვაჩერესო. ასეთი ინციდენტიც ყოფილა. უბრალოდ, ამაზე მეტად დეტალურად ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. ამის მტკიცებულებები არსებობს და ამაზე იქნება დავა

ამის შესახებ ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა, ბრიფინგზე ისაუბრა. 9 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტს.

კომენტარები