ანაკლიის პორტი

მდინარაძე კაკულიაზე: ინტერპრეტირება შეიძლებოდა, ხშირად ამბობს რთულ ქვეწყობილ წინადადებებს

ოპოზიცია ხანდახან იგონებს ამბებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა იძლეოდა ინტერპრეტირების საშუალებას ის, რაც რომანმა თქვა. ის ხშირად ამბობს ხოლმე ისეთ რთულ ქვეწყობილ წინადადებებს, სადაც შეიძლება ინტერპრეტირება. თუმცა, დღეს პირად საუბრებში და ტელეკამერების წინ განმარტა, აბსოლუტურად სხვა რამეს გულისხმობდა, ამიტომ, ეს თემა ამოწურულია. 

ერთადერთი მიზეზი, მე ვიტყვი, რომანი თუ ოპოზიცია, თუ აცდება იმას, რომ არის ვალდებულებების არშესრულება, ყველაფერი იქნება ტყუილი და პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე სპეკულაციური მესიჯი.

ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე, რომან კაკულიას ინტერვიუს შესახებ, სადაც კაკულია ამბობდა, რომ ხელისუფლება მამუკა ხაზარაძეს რუსული საფრთხის ასაცილებლად დაუპირისპირდა.

კომენტარები