აშშ-ირანი

ტრამპი ირანის ლიდერებს: არ მოკლათ პროტესტის მონაწილეები, აშშ და მსოფლიო გიყურებთ

ირანის ლიდერებს - არ მოკლათ თქვენი პროტესტის მონაწილეები. ათასობით უკვე მოკალით ან დააპატიმრეთ და მსოფლიო გიყურებთ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, აშშ გიყურებთ. ჩართეთ ინტერნეტი და რეპორტიორებს თავისუფლად გადმოცემის საშუალება მიეცით! შეწყვიტეთ დიდებული ირანელი ხალხის მკვლელობა!

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერზე მიმართავს ირანის ხელისუფლებას. 11 იანვარს თეირანში გაიმართა აქცია ირანის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების გასაპროტესტებლად. აქციაზე ისმოდა შეძახილები "სიკვდილი დიქტატორს" და "ხამენეი, გრცხვენოდეს, დატოვე ქვეყანა".

კომენტარები