მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: თავ-ბედს ვიწყევლი, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა რომ გავაკეთე

ივანიშვილი ყიდის საქართველოს საუკეთესო ნაწილს უცხოეთში. ჩემი ლობირებულია უვიზო [მიმოსვლა ევროპასთან], ჩემი იდეა იყო, საერთოდ, თავის დროზე, კარლ ბილდტთან და [რადისლავ] სიკორსკისთან რომ დავჯექით ომის შემდეგ, რა გვექნა. მოვიფიქრეთ აღმოსავლეთის პარტნიორობა, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და ასოციაცია ევროპასთან. თავ-ბედს ვიწყევლი ახლა, რომ გავაკეთე, თავ-ბედს ვიწყევლი. კი მიხარია, მაგრამ ამას აქვს მეორე მხარე - როდესაც შენ ხალხს ვერ ასაქმებ შენთან, პრაქტიკულად, ის ხალხი ხდება იძულებით წასული მუშახელი უცხოეთისთვის.

მიხეილ სააკაშვილი საუბრობს ევროპასთან ვიზალიბერალიზაციაზე.

კომენტარები