საახალწლო ღონისძიებები 2020

კალაძე: თბილისის საახალწლო მორთულობით და ღონისძიებებით ყველა აღფრთოვანებულია

მადლობები მინდა გადავუხადო ყველას, ყველა იმ ადამიანს, არ დავიწყებ სამსახურების ჩამოთვლას, ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში და ზოგადად ჩართული იყო იმაში, რომ შეექმნა საახალწლო განწყობა დედაქალაქის მოსახლეობისათვის. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ასევე უცხოელი ტურისტები და ყველა აღფრთოვანებულია. წლევანდელ წელი მართლაც განსაკუთრებული იყო ჩვენი ქალაქისთვის, საახალწლო ილუმინაციებით, ჩვენი საახალწლო სოფელი, რომელიც მართლაც შთამბეჭდავი იყო და ძალიან ლამაზად იყო ყველაფერი ორგანიზებული. მთლიანად ქალაქი იყო ძალიან ლამაზად და ყველა ადამიანს, თითოეულ ჩვენს თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო. მადლობა ჩვენს საესტრადო ვარსკვლავებს, მადლობა მსახიობებს, ყველა იმ ადამიანს ვინც ღონისძიებებში ჩართული იყო. არ შემიძლია არ გამოვყო შსს, რომელიც ძალიან მაგრად გვეთანამშრომლებოდა და პოლიციის ჩართულობა, საგანგებო სიტუაციების სამსახური და ასევე ბიზნესი. ბიზნესის ხელშეწყობით და ურთიერთთანამშრომლობით ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ახალ წელს. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2020 წელს მთავრობის პირველი სხდომა გამართა.

კომენტარები