მე მინდა გავაფრთხილო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენივე მიმართულებებში, მაქსიმალური ყურადღება კორუფციის პრევენციაზე. მაქსიმალური ყურადღება, რომ რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით, პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი არ ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია - ეს კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდით დავუდგებით და არავის დავტოვებთ მარტო პრობლემებთან, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები. იყო ამის მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება და მოთხოვნაც, რომ მაქსიმალური ყურადღება ამ მიმართულებით, რომ პრევენცია იყოს და ყველანაირი პრობლემები ავიცილოთ თავიდან.
tbl.ge/4d68
დაკოპირდა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ამის შესახებ, 2020 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- მდინარაძე: არანორმალური უნდა ვიყო, რომ ვთქვა, კორუფცია არ არის, ფაქტები გამიგია ჩემი ყურით
- კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს
- "რეგიონებში იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები" – TI-მ კორუფციის რუკა გამოაქვეყნა
- საქართველოს შეფასება "კორუფციის აღქმის ინდექსით" გაუარესდა
- TI: სავარაუდო კორუფციის 144 შემთხვევაში, სულ მცირე 160 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს