კაკულია HRW-ის ანგარიშზე: ზოგი პოლიტიკოსი ყველაფერს აკეთებს რომ ხელისუფლების იმიჯი გაანულოს

არიან ისეთი ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციონერებს უწოდებენ და საზოგადოებაში ავტორიტეტის ამაღლებით დაბრუნებას კი არ ცდილობენ ხელისუფლებაში, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ქვეყნის და ხელისუფლების იმიჯი გაანულონ ნებისმიერი მეთოდებით. მე ამ პრინციპს ვიცნობ, ამ ვერტიკალს ვიცნობ და შემიძლია რამდენიმე ადამიანი წარმოვიდგინო კიდევაც რა ტექსტით მიიღო მონაწილეობა ამ ტექსტის ფორმირებაში და საზოგადოება ამას უნდა მიხვდეს პირველ რიგში.

ქართული ოცნების დეპუტატი რომან კაკულია Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ყურადღება რამდენიმე საკითხზე არის გამახვილებული. მათ შორის არის სამართალდამცავების დაუსჯელობა, მედიის თავისუფლება და ანტინარკოტიკული პოლიტიკა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები