NDI-ის კვლევა

კალაძე NDI-ზე: მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციები

NDI-ის კვლევებზე მე იგივე პოზიცია მაქვს, რაზეც ადრე ვსაუბრობდი. მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციები, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა არავის არაფერი გამოუვა.

ჩვენ კარგად ვხედავთ და სტატისტიკაც შეიძლება ამოვიღოთ და ვნახოთ, თუ როგორი კვლევები ქვეყნდებოდა 2012 წლამდე და შემდეგ. შესაბამისად, მე ვფიქრობ რომ ანალიზის გაკეთება მარტივია.

ჩემ რეიტინგს რაც შეეხება, ვიმეორებ, კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება პირადად ჩემს მიმართ, ჩემი პარტიის მიმართ, ასე რომ, ძალიან კარგად გვაქვს ჩვენ [ქართულ ოცნებას] ეს ურთიერთობები ხალხთან, საზოგადოებასთან აწყობილი და მომავალშიც ასე ვაპირებთ გაგრძელებას.

ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე NDI-ის კვლევას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, ხელისუფლებაში მყოფი პირების, ისევე, როგორც უწყებებისა და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის უარყოფითი მაჩვენებელი გაიზარდა.

კომენტარები