NDI-ის კვლევა

სიმონ ნოზაძე: ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორი მიმართულებით

მთლიანად, რა თქმა უნდა, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. მოდით, მე ჩემს აზრს ასე დავაფიქსირებ: ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორი მიმართულებით და მე სხვა გამოსავალს, ჯერჯერობით, სხვა ხელისუფლებას, რომელიც უკეთესად წაიყვანდა საქართველოს, მის დამოუკიდებლობას, მის დემოკრატიულობას უზრუნველყოფდა… ჯერჯერობით ამის მონახაზი არ არსებობს.

იმ ოპოზიციურ-პოლიტიკურ სპექტრში, რომელსაც ახლა ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ჰქვია, მე სხვა ძალას ვერ ვხედავ და გაერთიანებული ოპოზიციაც პირობითია, მათ საქართველოში ლიდერი არ ჰყავთ. ოპოზიციის ლიდერი არის ერთადერთი კაცი - მიხეილ სააკაშვილი

უმრავლესობის დეპუტატი სიმონ ნოზაძე მედიაცენტრ მთავარში, NDI-ის კვლევაზე.

კომენტარები