სააკაშვილი NDI-ზე: მიკვირს, რატომ არაა მეტი განსხვავება ჩემს და ივანიშვილს შორის პოპულარობაში

NDI გამოკითხვაზე:

როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მე პოპულარობაში მკვეთრად გავუსწარი ივანიშვილს, შედარება არის ძალიან მარტივი.

ჩემს დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ. ივანიშვილის დროს გაიზარდა 0%-ით.

ჩემს დროს სიღარიბე შემცირდა 2-ჯერ, ივანიშვილის დროს გაიზარდა 2.5-ჯერ.

ჩემ დროს პენსია გაიზარდა მრავალგზის, ივანიშვილის დროს გაიზარდა დოლარებში 0%-ით.

მე ხელისუფლება გადავაბარე არჩევნებით და ეს არ აპირებს.

მე მჯერა იმისა, რომ ქართველები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში და ყველამ ერთად ავაშენოთ დიდი საქართველო. ივანიშვილს უნდა და მოუწოდებს, რომ ქართველები გავიდნენ საქართველოდან.

მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი და მსოფლიოში წამყვანი მისია, ივანიშვილისთვის კი საქართველო არის უმნიშვნელო პატარა სოფელი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხალხისთვის და ვაკეთებდი ყველაფერს ხალხისთვის, არაფერი არ წამიღია სახლში. ივანიშვილმა კი შემორაგვა მთელი საქართველო და ყველაფერი მიაქვს სახლში: ხეები, ზღვა, მიწები და უამრავი სხვა ქონება, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს ქართველ ხალხს მან მიისაკუთრა!

ამგვარად, მე მიკვირს, რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩვენს შორის პოპულარობაში, უბრალოდ, რა თქმა უნდა, ბოლომდე ყველა ვერ ამბობს თავის სათქმელს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი არის უკვე ყველაფერში გარკვეული და ეს გამოკითხვაც ამაზე მეტყველებს

ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი NDI-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 16%-ს აქვს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის მიმართ - 29%-ს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები