ბოკერია: მე კი არ ვუფრთხი სიტყვა რევოლუციას, გულწრფელად არ მსურს, როგორც მოქალაქეს

მე კი არ ვუფრთხი სიტყვა რევოლუციის გამოყენებას, გულწრფელად არ მსურს ეს როგორც მოქალაქეს, კიდევ ერთხელ რევოლუციური სცენარი. ოღონდ გასაღები ასეთ დროს არის ხოლმე იმის ხელში, ვინც შეიძლება, ამომრჩეველს არჩევანი მოპაროს. თუ ამ გზით წავლენ, როგორც 2003 წელს გააკეთეს, როცა ოქმები გადააკეთეს - ანუ უბრალოდ ძალადობა და მოსყიდვა კი არ იყო, უსამართლო კონკურენცია კი არ იყო, არამედ სრულიად გადაატრიალეს არჩევნები, სადაც ძალაუფლების ბედი წყდებოდა, ეს იწვევს ხოლმე რევოლუციას. მე მგონია, ამას ვერ შეძლებენ. მაგრამ თუ იქამდე რეპრესიებს მიმართა [ივანიშვილმა], დაიჭირა ლიდერები, ასლან აბაშიძესავით ყველაფერი სცადა, არჩევნებითაც წააგებს და პოლიტიკურადაც ძალიან ტრაგიკული ბედი ექნება. რევოლუცია პლახატნიუკსაც არ დასჭირვებია, მაგრამ ნახეთ, ახლა სად არის.

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრისას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები