სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი: ვისურვებდი, მთლიანად ქვეყანა იყოს ისეთი წარმატებული, როგორც სპორტი საქართველოში

დღევანდელი ნომინანტები არიან ძალიან ნათელი მაგალითები იმისი, რაც შეიძლება, რომ ყველამ მიაღწიოს,თუ ჩადებს ამ საქმეში მთელ თავის ენერგიას, მთელ თავის ძალისხმევას და ბოლომდე იქნება შემართებით და მიზანდასახული იქნება. ეს ყველაფერი არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ამიტომ სპორტის ირგვლივ ძალიან ბევრი რამე იცვლება ამ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაში და მე პირადად ვარ ძალიან ამაყი იმითი, რასაც ვხედავ. ვარ ძალიან ამაყი, როცა უცხოეთში ვიზიტებზე ვიმყოფები და ახსენებენ ყველგან ძალიან დიდი პატივისცემით ჩვენს წარმატებებს სპორტში. მე ვისურვებდი, რომ მთლიანად ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთივე წარმატებული, როგორც არის დღეს სპორტი საქართველოში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიაზე სპორტსმენებს მიმართა [სტილი დაცულია].

კომენტარები