მოლაპარაკებები ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის

ბოკერია: მწვავე პროტესტი გაგრძელდება, იმის მიუხედავად, მოლაპარაკების რაუნდი შედგება თუ არა

[ოპოზიციის გეგმაა] რეგიონული პროტესტის, ასევე პიკეტირების გაგრძელება - მშვიდობიანი ფორმით მწვავე პროტესტის გაგრძელება, იმისდა მიუხედავად, მოლაპარაკების რაუნდი შედგება თუ არა.

ეს პროტესტი დაკავშირებულია ორ საკითხთან: ერთი, იმ საკითხთან, სადაც ივანიშვილმა საზოგადოება გადააგდო და პროპორციულ არჩევნებზე დადებული კონტრაქტი დაარღვია; მეორე - ამასთან დაკავშირებულ ძალადობასა და რეპრესიებთან. თუ ამ საკითხებზე გვექნება რაიმე სახის შეთანხმება, რომელიც საზოგადოების ინტერესშია, მაშინ პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდება კონკურენციის და საარჩევნო რეჟიმში. თუ არა - იქნება თან მწვავე პროტესტი, თან სადაც შანსია მოლაპარაკებებები, თან მზადება იმ არჩენვებისთვის, რომელიც მოვა.

ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, ნებისმიერი სქემით, ივანიშვილი დამარცხდება. ოღონდ არის ქვეყნის ნაკლებად და მეტად საზიანო სცენარები. ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ.

 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია პასუხობს ჟურნალისტების კითხვას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის შესახებ.

კომენტარები