გიგა ბოკერია

ბოკერია: მზად ვიქნებით ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც, "ოცნებას" ყველა სისტემაში დავამარცხებთ

ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ისევე პოლიტიკურმა სპექტრმა, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მშვიდი, მაგრამ ძალიან მწვავე პროტესტი და ამავე დროს მზად ვიყოთ ყველაზე არასასურველი სცენარისთვისაც - რაზეც გვემუქრებოდა დღეს ბატონი თალაკვაძე, თუ ახლა ამას [100 დეპუტატი აირჩეს პროპორციული წესით, 50 მაჟორიტარულით] არ დათანხმდებით, ჩატარდება [2020 წლის არჩევნები] დღევანდელი სისტემითო. ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, შევაცვლევინოთ ეს სისტემა და ამ მორღვეულ ხელისუფლებას გაუჭირდება ამ პროტესტის გაძლებაც, მაგრამ ვთქვათ და დანიშნეს ვადამდელი არჩევნები ან ასე თუ ისე ჩატარდა ამ სისტემით, ამისთვისაც ვიქნებით მზად. ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც ვიქნებით მზად. რესურსებსაც გამოვზოგავთ და ყველანაირ სისტემაში დავამარცხებთ.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია საუბრობს მის მოლოდინებზე 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით.

კომენტარები