იუსტიციის სახლები

ბოკერია: წულუკიანი არის ფიგურა, რომელმაც იუსტიციის სახლში საბჭოთა ქაღალდები დააბრუნა

თეა წულუკიანი არის ფიგურა, რომელმაც იუსტიციის სახლში საბჭოთა ქაღალდები დააბრუნა, მთელი მუღამი ამ საქართველოს სავიზიტო ბარათის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კომფორტული ამბის, რომელმაც ჩვენ საბჭოთა ჭაობს დაგვაცილა იყო ის, რომ ყველაფერი ხდება ელექტრონულად და სწრაფად და ახლა ამ ბოლო პერიოდში ქაღალდების მიტანა გჭირდება, უკან დაგვწია ამ უვიცმა, უწიგნურმა და ბნელმა.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ დღეს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. კომიტეტზე დღეს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს განიხილავდნენ.

კომენტარები