სახალხო დამცველის ანგარიში

ხოშტარია წულუკიანზე: მთელი მოსმენა ლომჯარიას თავს ესხმოდა, მუქარის შემცველიც იყო ბევრი რამ

ის რაც თეა წულუკიანმა კომიტეტში მოაწყო, ხელისუფლების ძალიან სერიოზულ პრობლემაზე მეტყველებს, რომელიც ომბუდსმენის აპარატს თავს ესხმის. პირდაპირ, მთელი მოსმენა გადაიყვანა პირად თავდასხმებზე ლომჯარიაზე. მუქარის შემცველი იყო ბევრი რამე. თუმცა, არც თეა წულუკიანის და არც ქართული ოცნების არავის არ ეშინია. ისინი ძირითადად გადასულები არიან დაჭერა- დაკავებებზე და ამით ვერაფერს დააკლებენ ვერავის. 

ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ დღეს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. კომიტეტზე დღეს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს განიხილავდნენ.

კომენტარები