ევროპარლამენტარები საქართველოზე

კალნიეტე: ივანიშვილის განცხადების შემდეგ ბოკერიას საქმის განახლება ძალიან სიმბოლურია

მე შიდა სიტუაციაზე, საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე ვისაუბრებ. თქვენ [ქეთევან ციხელაშვილი, კახა კუჭავა] ახსენეთ, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი ოპოზიციის მიერაა წაქეზებული. პოპულარულ მოძრაობებთან დაკავშირებით ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს და მე ვიცი, რომ ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს ათობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოყვანას. ამისთვის უფრო სერიოზული მიზეზები არსებობს.

თქვენ ახლახანს გაუსვით ხაზი იმ ფაქტს, რომ ევროპული ინტეგრაციისადმი ქართველების მხარდაჭერა იზრდება, თუმცა იმავე გამოკითხვაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ქართველი ხალხი თვლის, რომ ქვეყანაში დემოკრატიამ უკუსვლა განიცადა და რომ ეს ძალიან შემაშფოთებელია, იმიტომ, რომ ევროკომისია და ასევე ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერს და ხელს უწყობს საქართველოს. თუმცა, თუკი უკრაინას შევადარებთ, რომელსაც თავის ტერიტორიაზე ომი აქვს, ის მუდმივად ცდილობს, გაატაროს დემოკრატიული რეფორმები და ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით პირობის შესრულება, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა, ეს საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ ვერ ლაპარაკობს. 

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ბოლო განცხადება, რომ მომავალში ბევრი ოპოზიციური ლიდერი ციხეში წლებს გაატარებს, ძალიან რთული მისაღებია და ფაქტი, რომ ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას, მიმართ დაწყებული საქმე 5-წლიანი დუმილის შემდეგ განაახლეს, ძალიან სიმბოლურია

ევროპარლამენტის "ევროპის სახალხო პარტიის" დეპუტატმა, სანდრა კალნიეტემ, ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტზე ისაუბრა, რომელზეც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს საკითხიც განიხილეს.

კომენტარები