საპარლამენტო უმრავლესობა

ვოლსკი: ჯინსებით სამუშაო ადგილზეც ვყოფილვარ და მეტროპოლიტენ ოპერაშიც

ჯინსები, დახეული ჯინსები, თემა თვითონ არის თავისუფლების მართლაც სიმბოლო და მე გითხარით, რომ მეტროპოლიტენ ოპერაშიც ვყოფილვარ ჯინსებით. იქ გარკვეულ ადგილებში დასაშვებია, არის ადგილები, რომელშიც ვერ შეხვალ ვერც ჯინსებით და ჰალსტუხის გარეშეც. რეალურად საქმე იმაშია, რომ თუ ამ სიღრმეში შედიხარ თავისუფლების სიმბოლო პატიმრისთვის, რომელიც ოთხ კედელში არის გამოკეტილი შეიძლება კარგი ნიშანი არ იყოს, მაგრამ მე და თქვენ ფსიქიატრები არ ვართ და ნუ ჩავუღრმავდებით ამ თემას.

უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ტელეკომპანია პირველის ეთერში თეა წულუკიანისა და ომბუდსმენის დაპირისპირებას გამოეხმაურა. თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას უწყება თანამშრომლის ჩაცმულობის გამო გააკრიტიკა, რომელიც პატიმართან საკანში დახეული ჯინსებით იყო შესული.

კომენტარები