კონგრესმენების წერილი

სამადაშვილი კონგრესმენების წერილზე: პარტნიორები ელოდებიან ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს

როდესაც კონგრესმენები გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის მთავარი დაბრკოლება ამ [ევროინტეგრაციის] გზაზე, დიპლომატიურ ენაზე ეს გზავნილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს. შესაბამისად, დღეს ჩვენი ამოცანა არის, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოვიცლოთ ეს დაბრკოლება რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წარმატების გზაზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილზე. "დღეს ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკაულიმ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერმინისტრს სერიოზულად შეშფოთებულებმა პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ", - დაწერა კინზინგერის პრესსამსახურის უფროსმა გუშინ ტვიტერზე.

კომენტარები