პროპორციული არჩევნები

დიღმელაშვილი: ვაშაძე ის კაცია, აქციებზე სცენაზე კი არა, უკანაც რომ არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ

გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს კვესიტაძესთან უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო.

შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ.

ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა.

პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით.

ძალიან არასწორ ეგოს შეეხო. 

შოთა დიღმელაშვილი ენმ-ის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება. ვაშაძემ გუშინ ტელეკომპანია მთავარის ეთერში თქვა, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს, გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, პროპორციული არჩევნების დაპირება."

კომენტარები