ვაშაძე: ხელისუფლება, რომელიც ღობის მიღმა არის მოქცეული, სახლში უნდა წავიდეს

მმართველი გუნდი, ღობის გავლებით მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შეჩერებას ცდილობს. ხელისუფლების მსგავსი ქმედებების მიუხედავად გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმები არ შეიცვლება. ისინი ფიქრობენ, რომ ხალხის მშვიდობიან პროტესტს ამ შემოღობვით შეაჩერებენ. ამით თქვენ თვითონ საკუთარ თავებს იღობავთ და ღობეს ხალხსა და საქართველოს
პარლამენტს შორის აღმართავთ. ის ხელისუფლება, რომელიც ღობის მიღმა არის მოქცეული სახლში უნდა წავიდეს! 2020 წელს „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად წარსულს ჩავაბარებთ. მათი ქმედება არის არაადეკვატური პასუხი ყველა იმ მკაცრ მითითებაზე, რომელსაც დასავლელი პარტნიორებისგან ჩვენი ხელისუფლება იღებს. ჩვენ ძალიან კონკრეტული პასუხები გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ სამოქმედო გეგმას არ შევცვლით. იქნება მშვიდობიანი პროტესტი და ეს აქციები გაიშლება საქართველოს მასშტაბით. პარლამენტის შენობაში კი  „ქართული ოცნებისთვის“ ნებისმიერ სხდომაზე შესვლა ძალიან დიდი სირცხვილი და პრობლემა იქნება. როგორ და რანაირად ამას 4 თებერვალს ნახავთ. 4 თებერვალს იქნება მშვიდობიანი პიკეტირება, მანამდე კი დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდები და ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქმედებას სათანადო პასუხს გასცემს.

პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოწყობის მიზნით ღობის გავლებას გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები