ბერაია კონგრესმენების წერილზე: საოჯახო საქმეებს ვაკეთებდი, ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა

არ ვცნობ ამ წერილს, არ ვიცი. დღეს საოჯახო საქმეებით ვიყავი დაკავებული. თქვენგან მესმის ეს ინფორმაცია. დავინტერესდები, როცა ვნახავ. უბრალოდ არ მქონდა ინტერნეტთან წვდომა, მთელი დღის განმავლობაში ვერ მოვახერხე. არ ვიცი ამ ინფორმაციის შესახებ.

თქვა ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი დაჩი ბერაიამ 4 კონგრესმენის მიერ პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გამოგზავნილ წერილზე. წერილის შინაარსს გახარიას ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს. ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებისა და ამით ქვეყანაში გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, მესამე წერილია, რომელსაც გახარია კონგრესმენებისგან იღებს. ირაკლი დაჩი ბერაია ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელმაც 14 ნოემბერს 2020-ის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

კომენტარები