ბოკერია: ივანიშვილს მოუწია დაპირებოდა პროპორციულს მთელი საზოგადოებას, პროტესტის შედეგად

ივანიშვილს მოუწია პროპორციული არჩევნების პირობის დადება, პროტესტის შედეგად, მთელი საზოგადოებისთვის, ვინც პროტესტი გამოთქვა და ამ საზოგადოების მხოლოდ ნაწილია პოლიტიკური პარტიები. და განსაკუთრებული დამსახურება აქვს იმ ხალხს, ვინც საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად გამოთქვამდა პროტესტს გავრილოვის ღამეს და შემდგომში. ნებისმიერი პარტიისგან ჯერ არ შესრულებულ დაპირებაზე დამსახურების მიწერა არის არაკორექტული და არაზუსტი, რბილად რომ ვთქვათ.

ამავე დროს შეცდომაა ამ არაკორექტული გამონათქვამის გამო წინაპირობების დაყენება ოპოზიციური პარტიის კოორდინაციისთვის, ამიტომ მივხედოთ ჯერ მთავარ საქმეს. 

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერია შეფასება გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს, გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, პროპორციული არჩევნების დაპირება."
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები