მწვანე ღობე პარლამენტთან

ბაქრაძე: ნურავის ექნება ილუზია, რომ მწვანე კედლების აშენებით პროტესტს შეაჩერებენ

ნურავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ ასე აქ ატრაქციონების დადგმით, პირდაღებული ზვიგენების მოტანით, თუ მწვანე კედლების აშენებით, ხელოვნურად შეძლებენ ხალხის პროტესტის შეჩერებას. ხალხის პროტესტი შეჩერდება მაშინ, როდესაც აღმოიფხვრება ის, რის გამოც ხალხი გამოვიდა ქუჩაში

ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე თბილისის მერიის მხრიდან პარლამენტის ირგვლივ მწვანე ღობის დადგმას ეხმაურება. მერის, კახა კალაძის, განმარტებით, მერია პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე ფილების შეცვლას გეგმავს.

კომენტარები