კონგრესმენების წერილი გახარიას

სამადაშვილი: სტრატეგიული პარტნიორისგან მსგავსი მძიმე შინაარსის წერილი არ მახსენდება

მე მსგავსი მძიმე შინაარსის წერილი, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას, საერთოდ არ მახსენდება არცერთი ხელისუფლების პირობებში იმიტომ, რომ ყოველთვის მსგავს კომუნიკაციაში რაიმე პოზიტიურზე მაინც არის საუბარი. აქ ვხედავთ, რომ ამერიკის კონგრესის წევრები პირდაპირ აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პოლიტიკით ხელს უწყობს პუტინის ინტერესებს რეგიონში, რითაც ის უპირისპირდება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიას. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის უბრალოდ მისაღები პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილი, რომ მითითებაა პირდაპირ წერილში - ხელისუფლებამ იმუშაოს ახლად დანიშნულ ელჩთან იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი აღდგეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი "მთავარზე" კონგრესმენების წერილის შესახებ. 21 იანვარს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხი ამერიკელი კონგრესმენისგან მიიღო. წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით.

კომენტარები