კონგრესმენების წერილი გახარიას

ვაშაძე: აშშ ხვდება, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის ფაქტორი ივანიშვილია და არა ოპოზიცია

ამას კრიტიკის ქარცეცხლიც აღარ შემიძლია ვუწოდო, ფაქტობრივად, შოლტი-შოლტზე, რომელსაც იღებს ყოველდღიურად ქართული ოცნება და არა საქართველო. ქართული ოცნების ხელისუფლება და პირადად ივანიშვილი, რომელსაც იღებს საერთაშორისო ასპარეზზე... ვეღარ ატყუებენ ვერცერთი განვითარებული ქვეყნის წარმომადგენელს, ვეღარ მოატყუებენ. აქამდე ხომ ატყუებდნენ და უფრო მთავარიც, აქამდე ისინი ყიდდნენ ერთ რამეს მხოლოდ - რომ ოპოზიცია იყო თითქოს დესტაბილიზაციის ფაქტორი ქვეყანაში. დღეს ამერიკის შეერთებული შტატებიც და ევროკავშირიც თანხმდება ერთ რამეზე - დესტაბილიზაციის ფაქტორი საქართველოში არის პირადად ივანიშვილი

ძალა ერთობაშიას ლიდერი გიორგი ვაშაძე ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილზე.

კომენტარები