პრემიერი დავოსში

გახარია: ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები აფასებენ ქვეყანაში დემოკრატიზაციის კუთხით პროგრესს

ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები აფასებენ საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ პროგრესს, ყურადღებით აკვირდებიან საარჩევნო პროცესს, ამბობენ, რომ არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო და ეს პასუხისმგებლობა ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია. გარდა ამისა, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ უსაფრთხოების კონტექსტზე, განსაკუთრებით შავი ზღვის კონტექსტში და ეს ის ფუნქციაა, რომლითაც დღეს საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროპული უსაფრთხოების კონცეფციისა და არქიტექტურის შექმნაში. ამას ჩვენი პარტნიორები აფასებენ, ასევე აფასებენ საქართველოს ინტეგრირების ხარისხს ნატოსთან და აცხადებენ, რომ 2019 წლის შედეგები ნატო-საქართველოს თანამშრომლობაში მართლაც შთამბეჭდავია.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

კომენტარები