წულუკიანი-ლომჯარია

კახიძე: მერაბიშვილს შეხვდაო, წულუკიანმა ომბუდსმენზე კომპრომატი შემოაგდო, მისი მოკლე ჭკუით

წულუკიანმა კანონის დარღვევით გაავრცელებინა კონფიდენციალური ინფორმაცია სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე.

მერაბიშვილს, ნაკანს და ოქრუაშვილს შეხვდა, მაგათ უფლებებს იცავსო - კომპრომატი შემოაგდო, მისი მოკლე ჭკუით.

სინამდვილეში ხომ ესაა წულუკიანის მთავარი პრეტენზია ომბუდსმენთან - ნინო ლომჯარია არ არის ივანიშვილის სახალხო დამცველი.

წულუკიანი თვითონ ივანიშვილის იუსტიციის მინისტრია და მისი მარიონეტი. ასე წარმოუდგენია სხვა სახელმწიფო ინსტიტუცების მუშაობაც.

დარწმუნებული ვარ, რომ თუ საჭირო შეიქნა, სახალხო დამცველი ქ-ნი წულუკიანის და ბ-ნი ივანიშვილის უფლებებსაც დაიცავს და მათაც მოინახულებს შესაბამის დაწესებულებებში, რადგან ომბუდსმენი პატიმრებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არ ახარისხებს.

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ განცხადების გავრცელების ფაქტს, სადაც მათ გაასაჯაროვეს ინფორმაცია სახალხო დამცველი პატიმრებთან შეხვედრის შესახებ.

კომენტარები