თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

დავითულიანი ხაბეიშვილის ცემაზე: ხაბეიშვილი 2 წელია, ცდილობს, რომ გაილახოს

იჯდა ლევან ხაბეიშვილი, დაახლოებით, ერთი კვირის წინ ეთერში, თქვა სრულიად არასწორი რაღაცები, თითქოს დამლაგებლებისთვის ხელფასის მომატება შეგვიძლია ჩვენ და არ ვუმატებთ. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას რა სახელფასო განაკვეთები ექნება შიგნით, ჩვენ ეს როგორ უნდა გავაკონტროლოთ, არ ვიცი. ამას მოაყოლა მერე, რომ უმრავლესობის ყველა წევრი არის იდიოტი, არაკაცი და უნამუსო, თუ რაღაც ასეთი. ამაზე დღეს მიუბრუნდა ერთერთი ჩვენი კოლეგა [თარაშ შურღაია] და უთხრა, რომ უნამუსო და ფარჩაკი თუ ვინმეა ამ საკრებულოში, პირველ რიგში, ეს თვითონაა. ამას მოყვა მერე შეხლა-შემოხლა და ჩხუბი. რაც მოხდა, მოხდა. ძალადობა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო და სასურველი არავისთვისაა. 

მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ საკრებულო უნდა იყოს მუშტი-კრივის და დედის გინების ადგილი, უბრალოდ, დედის გინება დაიწყო ერთმა მხარემ და მეორე მხარისგან მოჰყვა მუშტი-კრივი. 

ჩემი აზრით, ორი წელია ხაბეიშვილი ცდილობს, რომ გაილახოს. ორი წელია

ქართული ოცნების დეპუტატი საკრებულოში ბექა დავითულიანი საუბრობს მისი თანაგუნდელების მხრიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის, ცემაზე. ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი საკრებულოში გამართულ კომისიების სხდომაზე ხაბეიშვილს თავს დაესხა.

კომენტარები